ახალი ამბები

დვალი/აქიმიძე ხალვაშის შეხვედრა კვლავ გადაიდო

29 ივლისი, 2019 • 1137
დვალი/აქიმიძე ხალვაშის შეხვედრა კვლავ გადაიდო

დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ქიბარ ხალვაშის შეხვედრა კვლავ გადაიდო. როგორც ნეტგაზეთს დვალმა უთხრა, შეხვედრა ხვალ უნდა გაიმართოს.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა შაბათს ან კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

გასულ კვირას უკვე შედგა ერთი შეხვედრა დვალი/აქიმიძესა და რ2-ის დირექტორ პაატა სალიას შორის. შეხვედრას, დვალის თქმით, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

მისივე თქმით, პაატა სალიას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, ძალაშია თუ არა ქიბარ ხალვაშის შეთავაზება დავით დვალისადმი “რუსთავი 2”-ის დირექტორობასთან დაკავშირებით. დავით დვალის თქმით, მისთვის რჩება წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში შეთავაზებას ვერ მიიღებს.

“მე მაქვს წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ “რსუთავი 2″ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, თავისუფალი ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ვხედავ ხიფათებს, თუმცა ქიბარ ხალვაშთან საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება ვთქვა, რა და როგორ არის”, – განაცხადა დვალმა.

2017 წელს რ2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, ასევე არხის გენერალურ დირექტორად დანიშნავდა დავით დვალს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წილების 50-50%-ზე გაყოფის შემთხვევაში ხალვაში დამოუკიდებლად დვალის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მენეჯმენტზე გავლენა დვალსა და აქიმიძეს ექნებოდათ. ის, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, ადასტურებდა ორივე მხარე- დვალი/აქიმიძეც და ქიბარ ხალვაშიც. ხალვაში ამბობდა, რომ მას გარკვეული დამატებითი პირობებიც ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი