როგორც შსს–ს განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომანქანით ქარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. შსს–ს ცნობით, პოლიციამ ანზორ გ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 13 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.