ახალი ამბები

თუშეთში ავარიის შემდეგ 6 ცხედარი იპოვეს, მეშვიდე პირს ეძებენ

29 ივლისი, 2019 • 1635
თუშეთში ავარიის შემდეგ 6 ცხედარი იპოვეს, მეშვიდე პირს ეძებენ

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მაშველებმა ხევში 6 ცხედარი იპოვეს, მეშვიდეს პირს კი, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია, ჯერ კიდევ ეძებენ.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღეს, 29 ივლისს, დილით განახლდა. უწყებით თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მეშვიდე დაკარგული 18 წლამდე პირია. ამასთანავე, სამსახურის ცნობით, ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანის გამო დილის 6 საათიდან  ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტა.

“მაშველებმა გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შემთხვევის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან,“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია  27 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი