ახალი ამბები

ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

28 ივლისი, 2019 • 1277
ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

დაკავებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

BBC წერს, რომ ოფიციალური ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება, ხოლო როგორც მისი პრესსპიკერი ტვიტერზე წერს, პოლიტიკოსს “ალერგიული რეაქცია” ჰქონდა და სახის შეშუპება აღენიშნება.

საავადმყოფოს წარმომადგენელმა მედიას განუმარტა, ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალექსეი ნავალნი ერთი კვირის წინ დააკევს და მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავების ოფიციალური მიზეზი იყო მისი მოწოდება, რომ მოქალაქეებს არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა. საპროტესტო აქცია გუშინ, 27 ივლისს ჩატარდა, სადაც ხელისიფლებამ აქციის 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი