ახალი ამბები

ბასილაშვილი ჩემპიონია – მან ფინალში რუსი რუბლევი დაამარცხა

28 ივლისი, 2019 • 3073
ბასილაშვილი ჩემპიონია – მან ფინალში რუსი რუბლევი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა. ბასილაშვილმა სამი სეტიდან ორი მოიგო.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ სეტში 7:5 დაამარცხა რუბლევი. მეორე სეტში თავად დამარცხდა – 6:4. მესამე, ბოლო სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ჩოგანი ანგარიშით – 6:3 დაამარცხა.

გუშინ, 27 ივლისს, ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა  მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, გერმანელი ზვერევი დაამარცხა.

ბასილაშვილი მეორედ გახდა ჰამბურგის ღია პირველობის ჩემპიონი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი