ახალი ამბები

ფოთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დააკავეს

2 თებერვალი, 2015 • • 1411
ფოთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დააკავეს

შსს-ს ცნობით, დოლიძე საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად დააკავეს.

 

პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა, აცხადებს შსს.

 

გამოძიების ცნობით, ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედაა ცნობილი მითვისება ან გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანებასა ან განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში.

 

პოლიციის ცნობით, ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა.

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი