ახალი ამბები

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ ნაწილობრივ მართავს – ქობულია 

26 ივლისი, 2019 • 1237
საქართველოს მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ ნაწილობრივ მართავს – ქობულია 

საქართველო ეკონომიკის  ყოფილი მინისტრი ქვეყნის მიერ ბიძინა ივანიშვილის მართვაზე პირდაპირ არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ქვეყანას მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ ნაწილობრივ მართავს. 

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა 26 ივლისს. 

“საქართველო იმართება მინისტრთა კაბინეტის საშუალებით, თუ მინისტრთა კაბინეტის მიღმა სხვა პირები მართავენ?” – ჰკითხა მას ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, რაზედაც ყოფილმა მინისტრმა უპასუხა:

“ნაწილობრივ ასე, ნაწილობრივ ისე”. 

“უფრო  დიდი საკითხები გარეთ წყდება? “- ჟურნალტის ამ კითხვაზე კი ქობულიამ განაცხადა, რომ “ასეთ შეფასებას” ვერ გააკეთებს. 

მანამდე მან განაცხადა, რომ ზოგიერთი საკითხი, რომლის დაყენებაც მთავრობის სხდომაზე სურდა, ზოგჯერ პრემიერ-მინისტრამდე ვერც აღწევდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.