ახალი ამბები

ჩვენც და NGO-ებმაც შეცდომა დავუშვით, როცა არასწორ მხარეს დავდექით – დავით დვალი

26 ივლისი, 2019 • 1170
ჩვენც და NGO-ებმაც შეცდომა დავუშვით, როცა არასწორ მხარეს დავდექით – დავით დვალი

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე უახლოეს დღეებში საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავენ.

დავით დვალის თქმით, “რუსთავი 2”-ის ირვლივ განვითარებულ მოვლენებში ყველა მხარემ დაუშვა შეცდომები, არასამთავრობო სექტორის ჩათვლით, და თუ ძალიან გვიანი არ არის, ამ შეცდომების გასწორება უნდა სცადონ.

“ალბათ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც შეცდომები დავუშვით. დავუშვით ჩვენც, როცა ქიბარის გვერდზე დავდექით მაშინ გამოცხადებულზე, რომ საკონტროლო პაკეტს და სამართავ ბერკეტს გვაძლევს. მესამე სექტორმაც, ალბათ, უნდა აღიაროს, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი წააგო ზუსტად იმიტომ, რომ დადგა არასწორ მხარეს. განა, დღევანდელი “რუსთავი 2″  მტყუანია? – ძირი იყო არასწორი. ეს ტელევიზია წართმეული იყო, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. აქ იყო შეცდომა”, – განაცხადა დავით დვალმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი