ახალი ამბები

ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, რ2-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადოს – დავით დვალი

26 ივლისი, 2019 • 1239
ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, რ2-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადოს – დავით დვალი

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ არ იცის დეტალები, როგორ მოხდა ეროსი კიწმარიშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის წილის დათმობა, მაგრამ თუ დარღვევები იყო, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეს, ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პრეტენზია გამოხატოს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ია კიწმარიშვილი არის სამართალმემკვიდრე და მას აქვს სრული უფლება, პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო “რუსთავი 2″-ის წილების წაღების საქმეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე არ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მოხდა წილების დათმობა. მე და ჯარჯი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გავდიოდით იმ წნეხს… ჩვენზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა და ეროსისთან ცალკე მუშაობდნენ. ჩემთვის ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, რაზე შეთანხმდნენ, იყო თუ არა იძულება და ა.შ. მე მახსოვს, ეროსი იძახდა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ მე და ჯარჯის წაგვართვეს ტელევიზია, გამოძიებამ, წესით, იგივე უნდა აჩვენოს მასთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში, სადაც ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, „რუსთავი 2-ის“ საკუთრების დავის თემაზე დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ჯარჯი აქიმიძე, ეროსი კიწმარიშვილი და დავით დვალი 30-30 პროცენტებს ფლობდნენ. 10 პროცენტის მფლობელი ნიკა ტაბატაძე იყო.

.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი