ახალი ამბები

ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 16:00 საათზე ჩაინიშნა

26 ივლისი, 2019 • 792
ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 16:00 საათზე ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურატუამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა, რას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, ჯერჯერობით უცნობია.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი