ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი “ნაკრესის” თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძეა

25 ივლისი, 2019 • 1301
20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი “ნაკრესის” თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძეა

25 ივლისს პოლიციამ 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის გარდა კიდევ ოთხი პირი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი “ნაკრესის” თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძეა. 

პოლიციას ოთხი დაკავებულის ვინაობის შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია, ბეჟან ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაციას  National Geographic -საქართველოს მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი ავრცელებს:

დაკავებულ ბეჟან ლორთქიფანიძეს მოინახულებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ განუცხადა და შემდეგ გახდება დეტალები ცნობილი. მისი ინფორმაციით, დაკავებული დიღმის სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი. 

“აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას” ,- ამბობენ შსს-ში.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

მასალების გადაბეჭდვის წესი