ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი – კოტე კემულარია

25 ივლისი, 2019 • 1611
ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი – კოტე კემულარია

“ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან არის პოლიტიკური პატიმარი” – განაცხადა პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ თანაპარტიელის დაკავებაზე.

მისი თქმით, ოქრუაშვილის დაკავების ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა და აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა “ეს სახიფათო  სიტუაცია დასრულდეს არჩევნების გზით”

“ოქრუაშვილის დაკავება მხოლოდ გვაძლიერებს, გაგვხდის უფრო მობილურს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამთავრდეს მალე”, – აცხადებს კემულარია. 

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს, 25 ივლისს დააკავეს.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

დაკავებულ ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გარეკანის ფოტო: სქრინშოთი მაესტროს ეთერიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი