აქციის მონაწილეები, საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, მოითხოვდენ წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხომყოფელი კატიკატურებისა და სხვა მასალების ტირაჟირების შეწყვეტას.
ამავდროულად, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ემიჯნებიან ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც შარლი ებდოს რედაქციაზე განოხორციელდა
“ამ აქციაზეც ჩანს, რომ ისლამური რელიგია ტერორიზმთან მიახლოებულიც კი არ არის. ჩვენ ამას გამოვრიცხავთ, ეს ჩვენს პლაკატებზეც ჩანს. ჩვენ ტერორიზმს ვეწინააღმდეგებით. ვიღაც სადღაც დანაშაულს თუ ჩაიდენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისლამის სახელს უნდა მიაწერონ. უნდა გამოააშკარავონ, ვინ არის და პირადად იმ პიროვნებას უნდა მიაწერონ და არა ისლამს,”– ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ილიაუნის სტუდენტი აზერ ისმაილოვი.
17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს.
სოლიდარობის გლობალურ კამპანიას Je suis Charlie Hebdo/მე ვარ შარლი ებდო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართებოდა, საქართველოში 8 იანვარს შეუერთდნენ.