ახალი ამბები

მამის თქმით, პანკისიდან წასული ბესლან მარგოშვილი სახლში დაბრუნდა

13 აპრილი, 2015 • • 1860
მამის თქმით, პანკისიდან წასული ბესლან მარგოშვილი სახლში დაბრუნდა

“ძველით ახალ წლებზე წავიდა, 12-ში. მეუბნებოდა, თურქეთში ვარო. იმის მერე არაფერი არ გამიგია. დღეს ჩამოვიდა, განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” ბესლან მარგოშვილის მამამ ნოდარ მარგოშვილმა.

 

მშობლების თქმით, ბესლან მარგოშვილი სახლიდან 2015 წლის 12 იანვარს წავიდა და გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში იმყოფებოდა.

 

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში განგვიცხადეს, რომ ბესლან მარგოშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას გადაამოწმებენ.

ნოდარ მარგოშვილი
ნოდარ მარგოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი