ახალი ამბები

ლონდონის ბირჟაზე თიბისის აქციები გაუფასურდა

24 ივლისი, 2019 • 1135
ლონდონის ბირჟაზე თიბისის აქციები გაუფასურდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები ამ დროისთვის (13:20, ინფორმაცია განახლდება) 3.62%-ითაა გაუფასურებული.

ამ დროისთვის თიბისის ერთი აქციის ფასი 14.36 ფუნტია, რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

დღეს, 24 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თიბისი ბანკის საბჭოდან გავიდნენ, თუმცა ლონდონში დაფუძნებული თიბისი ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელობაში რჩებიან. თიბისის აქციები ლონდონის ბირჟაზე სწორედ თიბისი ბანკის ჯგუფის მეშვეობით გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი