ახალი ამბები

“ნაწილი იყო ობიექტური, ნაწილი მათი მოთხოვნა” – ოქრუაშვილი პოლიტიკურ საქმეებზე მიცემულ ჩვენებებზე

23 ივლისი, 2019 • 1923
“ნაწილი იყო ობიექტური, ნაწილი მათი მოთხოვნა” – ოქრუაშვილი პოლიტიკურ საქმეებზე მიცემულ ჩვენებებზე

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 დან 2016 წლამდე პროკურატურაში საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. მისი თქმით, მერაბიშვილის, ადეიშვილის და საკაშვილის საქმეებზე მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ნაწილი კი- ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ნათქვამი:

დოკუმენტი იგზავნება ჩემგან ამ ნომერზე და მადლობას მიხდის. ეს ირაკლი შოთაძის ნომერია. როდესაც ამ დოკუმენტის არსებობა გახდა ცნობილი, ხელისუფლების მხრიდან იყო აშკარა ინტერესი, ჩემთან ამ თემაზე საუბარი დაიწყოს. მერე რა ისაუბრეს, შედეგს კი ხედავთ. აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან მეორე მხარეს, ივანიშვილს და მის გუნდს ვგულისხმობ. შოთაძე მომლაპარაკებელი იყო, ამიტომ ვუგზავნიდი.

“სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში ვცხოვრობდი. პროკურორი რომ ვიყავი, მაშინ არ მაქვს იმდენი დრო გატარებული, რაც იმ სამი წლის წლის განმავლობაში. ეს იყო 2014, 2015 და 2016 წლებში, შემდეგ დავამთავრე მათთან ურთიერთობა. სამი წლის განამვლობაში ვცდილობდი მე მათთან ურთიერთობის დაახლოებას.

[ეს მოიცავდა] წინა ხელისუფლების უამრავ საქმეზე დახმარებას, გარკვეული სახის პოზიციების იმგვარად დაფიქსირებას, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებში იყო. სიტყვა მორალი, პატიოსნება, ზნეობა და კეთილსინდისიერება ვინმემ არ მიხსენოს ადეიშვილის, მერაბიშვილის და სააკაშვილის საქმეებთან მიმართებით იმის გამო, რაც მათ მე გამიკეთეს”, – ამბობს ოქრუაშვილი.

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ, გულისხმობდა თუ არა პოლიტიკოსი, რომ სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან დაკავშირებით არასწორი ჩვენება მისცა, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რა საქმეებზე რა ჩვენება აქვს მიცემული მისი მოთხოვნით:

“ამ ქვეყანაში პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით მართლმსაჯულება არ ხორციელდება. ეს შექმნა სააკაშვილმა და წარმატებით აგრძელებს ივანიშვილი. [ჩვენებებში] იყო ნაწილი ობიექტურობისა, იყო ნაწილი მათი მოთხოვნების” ,- ამბობს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ივანიშვილთან შუამავალი იყო ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელსაც პირადადაც გაუგზავნა იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც, მისი თქმით, მტკიცდება, რომ რუსთავი 2 თავად იყიდა და ქიბარ ხალვაში ნომინალური ფიგურა იყო:

“როდესაც ამ დოკუმენტის არსბეობა გახდა ცნობილი, ხელისუფლების მხრიდან იყო აშკარა ინტერესი, ჩემთან ამ თემაზე საუბარი დაიწყოს. მერე რა ისაუბრეს, შედეგს კი ხედავთ. აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან მეორე მხარეს, ივანიშვილს და მის გუნდს ვგულისხმობ. შოთაძე მომლაპარაკებელი იყო, ამიტომ ვუგზავნიდი” ,- ამბობს ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი