ახალი ამბები

დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამაწინაურა – თავაძე ადეიშვილთან ურთერთობაზე

23 ივლისი, 2019 •
დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამაწინაურა – თავაძე ადეიშვილთან ურთერთობაზე

ზურაბ ადეიშვილითან გვქონდა ურთიერთპატივისცემა, როგორც დაქვემდებარებულს და ხელმძღანელს, და მას ჰქონდა ჩემდამი დამოკიდებულება, როგორც კარგი იურისტისა და პროფესიონალისადმი, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ.

იუსტიციის ყოფილ მინისტრთან და გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან თანამშრომლობის შესახებ თავაძეს კითხვა ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. მისი თქმით, თავაძე 2007-08 წლებში, ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს მუშაობდა პროკურატურაში, 2008-10 წლებში კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

“არცერთი ჩემი თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ზესტაფონის გამგეობის იურისტიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილით დამთავრებული, არ მომიპოვებია კონკურსის და კონკურენციის გარეშე. 2004 წელს დავინიშნე საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ჩემი ექსკლუზიური  ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმომედგინა პროკურატურა საერთო სასამართლოებში. ეს იყო ჩემი კარიერული წინსვლის მთავარი ქვაკუთხედი. ადეიშვილს არ ვიცნობდი.  პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა როდესაც ნახეს, როგორი წარმომადგენელი ვიყავი, შემდეგ შეხვედრებზე და ღონისძიებებზე პროკურორთან თქვეს: რა კარგი წარმომადგენელი ჰყავს პროკურატურას. მეორე ინსტანციის სასამართლომაც იგივე თქვა, მესამე ინსტანციის სასამართლომაც… ზუსტად მაგან გამოწივია შემდეგ ის, რომ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამნიშნა კადრების უფროსად. ამის შემდეგ იყო ის, რომ კიდევ უფრო დავწინაურდი და გავხდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2010 წელს, მე ვფიქრობ, რომ გამიმართლა და აღმოვჩნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე”, – განაცხადა თავაძემ.

იუსტიციის სამინისტროს დატოვების საკითხის კომენტირებისას კი თავაძემ აღნიშნა, რომ ადეიშვილთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და მას მეგობრულად დაშორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი