ახალი ამბები

ჩემთვის დიდი პატივი იქნება – თავაძე უზენაესი სასამართლოს შესაძლო თავმჯდომარეობაზე

23 ივლისი, 2019 • 695
ჩემთვის დიდი პატივი იქნება – თავაძე უზენაესი სასამართლოს შესაძლო თავმჯდომარეობაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა, არ გამორიცხავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის იყოს.

როგორც თავაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე ჯერ საბჭოს და პარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

“მე ვარ ჯანსაღად ამბიციური ადამიანი. თუ იუსტიციის საბჭო, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატის ნომინირების ორგანოა, მომავალში ამას გადაწყვეტს, ჩემთვის დიდი პატივი იქნება და მე ამაზე ვიფიქრებ”, – განაცხადა თავაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას რომ განიხილავს, დაადასტურა დღეს მოქმედმა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემაც.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

ამავე თემაზე:

ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ – თადუმაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი