ახალი ამბები

დიდი პროგრესი ბანკებისა და კონსორციუმის მხრიდან არ ჩანს – ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

23 ივლისი, 2019 • 1373
დიდი პროგრესი ბანკებისა და კონსორციუმის მხრიდან არ ჩანს – ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მუდმივი სამუშაო რეჟიმისა, ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს საზოგადოებამ სიფრთხილით უნდა შეხედოს.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ უკვე დიდი დრო გავიდა, რაც ხელისუფლებას ბანკებთან ბოლო მოლაპარაკება ჰქონდა, ამის შემდეგ კი პროგრესი აღარ არის.

“ამ ეტაპზე უკვე უშუალოდ კონსორციუმმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ იმ მექანიზმებზე, რომლებიც მისცემს საშუალებას ბანკებს, ასესხონ თანხა ანაკლიის განვთარების კონსორციუმს.  ჩვენ გვაქვს გადავადებული ვალდებულებების შერულების თარიღი წლის ბოლომდე. გარდა ამისა, არის ეტაპობრივი თარიღები და ვადები. მაგალითად, 15 აგვისტოს ველოდებით უკვე ანაკლიის გავნთარების კონსორციუმსა და სამშენებლო კომპანიებს შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტს, ასევე, 15 ოქტომბრისთვის ველოდებით უკვე წინასწარ პირობებს ბანკებიდან და საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში.

იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება, თუმცა აქვე მინდა განვაცხადო, რომ ერთგვარი სიფრთხილით შევხედოთ პროცესს, რადგან საკმაოდ ბევრო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკება და რაც ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, მას შემდეგ დიდი პროგრესი კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს “,- ამბობს ცქიტიშვილი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადად 15 ივნისი ჰქონდა განსაზღვრული. 21 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვადა გადაიწევს, თუმცა, რა ახალი ვადა მიეცემა კონსორციუმს 400 მლნ აშშ დოლარის მოსაძიებლად, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი