ახალი ამბები

ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია – ცქიტიშვილი

22 ივლისი, 2019 • 990
ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია – ცქიტიშვილი

“ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებასა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში ქონა უკვე ძალიან დამღლელია”, – ეს განცხადება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშილმა გააკეთა დღეს, 22 ივლისს.

“პასუხი ამ ყველაფერს გაეცა. ჰქონდა გამოძიებასაც… მასაც ჰქონდა საშუალება, რომ გამოძიებას მიაწოდოს ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

ეკა ბესელია ვიცეპრემიერის კომენტარს სამარცხვინოს უწოდებს.

“ყველაზე სამარცხვინო კომენტარი” – ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილს ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი