ახალი ამბები

ჩინჩალაძის თვისებებიდან გამოვყოფდი ორგანიზატორულ ნიჭს და თანადგომას – მოსამართლე

22 ივლისი, 2019 •
ჩინჩალაძის თვისებებიდან გამოვყოფდი ორგანიზატორულ ნიჭს და თანადგომას – მოსამართლე

მიხეილ ჩინჩალაძის თვისებებიდან გამოვყოფდი ორგანიზატორულ ნიჭს და თანადგომას, – ასე ახასიათებს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და უვადოდ განწესების კანდიდატი მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყოფილ თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს.

“ჩინჩალაძე იყო პალატის უფროსი, მაგრამ არ იყო ჩემი საქმის უფროსი. ჩვენს საქმეში ვერავინ დამავალებს, რა უნდა გავაკეთო და რა არა. ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის პალატის თავმჯდომარე, არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მოსამართლე, ვარ მისი გავლენის ქვეშ. პოლემიკა მქონია ბატონ მიშასთანაც და ჩემს სხვა კოლეგებთანაც კონკრეტულ საქმეზე. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ბატონი მიშას თბისებებიდან გამოვყოფდი ორს: ორგანიზატორული ნიჭი და თანადგომა”,- განაცხადა ვაჩაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი, ვაჩაძე პასუხობს:

“კლანი, ალბათ, ისეთი გამოთქმაა, რომელიც დღევანდელ სიტუაციას სასამართლოში არ შეესაბამება. თუმცა ვთვლი, რომ ზოგიერთ მოსამართლეს შეიძლება გარკვეული ავტორირიტეტი შედარებით უფრო მაღალი ჰქონდეს, ვიდრე სხვას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი