ახალი ამბები

რ2-ის დათმობის შემდეგ მადლობა გადაგვიხადეს სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის – აქიმიძე

22 ივლისი, 2019 • 1293
რ2-ის დათმობის შემდეგ მადლობა გადაგვიხადეს სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის – აქიმიძე

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ტელეკომპანიის 30-30-პროცენტიანი წილები ნების საწინააღმდეგ დაათმობინეს, „სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის“ მადლობა გადაუხადეს.

მათ თანახმად, მას შემდეგ, რაც პროცესები დასრულდა და ქიბარ ხალვაშისთვის უკვე გადაფორმებული ჰქონდათ ტელეკომპანიის, ჯამში, 60%-იანი წილი, მათ შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

„გადაგვიხადეს მადლობა სახელმწიფოებრივი აზროვნებისათვის და გვითხრეს, რომ მიშა სააკაშვილს უნდოდა შეხვედრა და მადლობის გადახდა. იქ უკვე ყელში ამოგვივიდა ეს ყველაფერი და ვუთხარით, თუ შეიძლება თავი გაგვანებეთ. ეტყობა, ისეთი სახეები გვქონდა, რომ თქვეს, კარგი, კარგი, წადით, გაგანებეთ თავი… და გვითხრეს, ჩათვალეთ, რომ ხელი არაფერში შეგეშლებათ და მოგეხსნებათ ყველა ის ბერკეტი და მექანიზმი, რითაც აქამდე, ასე ვთქვათ, დაგტანჯეთ“, — თქვა 22 ივლისს ჯარჯი აქიმიძემ „ტვ პირველზე“ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.

„ძალიან ცინიკურად ჟღერდა ეს ყველაფერი“, — თქვა დავით დვალმა. აქიმიძემ ასევე თქვა: „პირველ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ პარტიას და სახელმწიფოს სჭირდებოდა ეს ტელევიზია; ბოლო შეხვედრაზე გადაგვიხადეს მადლობა „სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის“ — იმისთვის, რომ პარტიამ და სახელმწიფომ ეს ტელევიზია, მისი 60% მიითვისა 1 200 000-ად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი