ახალი ამბები

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

21 ივლისი, 2019 • 1388
ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით,   სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

“წერილობითი გარანტია,  რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არ არსებობს და მით უმეტეს იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული იქიდან გამომდინარე, რომ რაც იქ იყო… თუნდაც მაღალრეიტინგული გადაცემების რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოწივიოს და ასე შემდეგ, რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ბერვ ფაქტორზე შეიძლება იყოს გამოწვეული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. არ არის ეს ის ფორმა, რაც ჩვენს შორის იუნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება  ერთ დღეში არ ხდება, ჩვენ გავაგრძელებთ მუსაობას და მე ისიც ვუთხარი თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმისა, რომ ვირაც ცდილობს ჩარევას, ამის შესახებ ჩვენ უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა სალიამ “რუსთავი 2”- თან საუბრისას. 

“ნეტგაზეთი” ცდილობს მასთან დაკავშირებას, რათა კითხოს, თუ რატომ არ სურს არხის მფლობელს დოკუმენტურად გააფორმოს რომ არ ჩაერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში. 

„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ივლისს არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გარანტიები მოსთხოვეს და შესთავაზეს:

[checklist]

  • შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება;
  • დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე
    ახალმა მენეჯმენტმა ოფიციალურად აიღოს ვალდებულება, რომ არ შეცვალოს მაღალრეიტინგული გადაცემების
  • წამყვანები, რომლებიც „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიან“.

[/checklist]

 

შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, დაწესდეს მორატორიუმი საკადრო ცვლილებებზე — რ2-ის მიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი