ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მოქალაქეები ყარაბაღის საკითხზე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვენ

26 იანვარი, 2015 •
სომხეთში მოქალაქეები ყარაბაღის საკითხზე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვენ

მოქალაქეებმა მიმართვის წერილში მოითხოვეს, რომ სომხეთის მთავრობამ ეუთოს [OSCE] წარმომადგენლები, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ელჩები სომხეთის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო მოიწვიოს.

 

“საერთაშორისო საზოგადოებამ არსებულ ვითარებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და აზერბაიჯანს დივერსიისა და საზღვარზე პროვოკაციების შეწყვეტა მოსთხოვოს”,- წერია მიმართვის წერილში. 

 

წერილის ავტორთა განცხადებით, ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლები გაჩუმებული არიან, მხოლოდ მოწოდებებიით შემოიფარგლებიან და აზერბაიჯანზე ზეწოლას არ ახორციელებენ. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი