19 ივლისის საღამოს, განახლებული მრგვალი ბაღის გახსნაზე, რომელზეც თბილისის მერი, კახი კალაძე იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ. მათ ცალ თვალზე ხელაფარებულებმა გააპროტესტეს 20-21 ივნისის მოვლენები.

ეს ჟესტი გამოხატავს სოლიდარობას 20-21 ივნისის დემონსტრაციის დარბევისას დაშავებული ადამიანების მიმართ.

აქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ აქციები უკვე თითქმის ერთი თვეა, გრძელდება.

გარეკანის ფოტო: პირველი არხი