პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რათა შერჩეულ კანდიდატებს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ და პარლამენტში კონსესუსით აირჩიონ.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედარა იყო გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა კონკრეტული მოსაზრება ამ პროცესის თაობაზე. საბჭოს თითოეულმა წევრმა ასევე გამოხატა საკუთარი პოზიცია შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით“, – განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას კონკრეტული კანდიდატების შესახებ საუბარი არ ყოფილა.