ახალი ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ უნდა იცხოვრო ბაგებში

26 იანვარი, 2015 • 5446
ხუთი მიზეზი, რატომ უნდა იცხოვრო ბაგებში

ცხოვრობ თბილისის ცენტრში, ან გსურს, რომ დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში ცხოვრობდე? მაშინ ნახე ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა იცხოვრო ბაგებში:

  1. სუფთა ჰაერი

თბილისში ჰაერის ხარისხი არ შეესაბამება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დადგენილ სტანდარტს. ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის და აზოტის დიოქსიდის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია რუსთაველის, აღმაშენებლის, წერეთლის გამზირზე,  გლდანში, ისანში. დადგენილია, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების წყაროებიდან 71% სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.
2012 წლის მონაცემებით,  საქართველოში 900 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, რომელთა დიდი ნაწილი 10 წელზე მეტი წლისაა და მათზე ჯერჯერობით არავითარი კონტროლი არ ხორციელდება.

2014 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2012 წელს მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ჰაერის დაბინძურების შედეგად.

ბაგები ტრანსპორტით გადატვირთული არ არის და მავნე გამონაბოლქვით გარემო ნაკლებად ბინძურდება. შესაბამისად, ბაგებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა ნაკლებად დგას ჰაერით გამოწვეული დაავადებების რისკის ქვეშ.

2. მეტი მწვანე საფარი

თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკებისა და გამწვანებული ადგილების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება, ბაგები კი მთის ფერდობზეა გაშენებული, სადაც ფოთლოვანთან ერთად წიწვოვანი ხეებიც ბევრია, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ეს მწვანე საფარი ბაგების გარშემო გუგლის რუკაზეც კარგად ჩანს.

ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით:

  • ერთ ხეს წელიწადში შეუძლია შთანთქოს 21.7 კილოგრამი ნახშირორჟანგი

  • ერთ მოზრდილ ხეს შეუძლია გამოყოს ორი ადამიანის სამყოფი ჟანგბადი

3. ქალაქის ცენტრთან სიახლოვე

ბევრს ჰგონია, რომ ბაგები თბილისის ცენტრალური უბნებიდან ბევრად შორსაა, ვიდრე, მაგალითად, საბურთალოს ზოგიერთი ქუჩა, რაც მცდარია.

ბაგები თბილისის ცენტრალური უბნებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. მძღოლები ამბობენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე მისასვლელად მანქანით, დაახლოებით, 10-15 წუთია საჭირო, მაშინ როცა ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისამდე მისვლას, საშუალოდ, 15-20 წუთი სჭირდება. გუგლ მეპის მონაცემებით კი ბაგები იმავე თავისუფლების მოედნიდან 7კმ-ით არის დაშორებული და მანქანით იქამდე მისასვლელად, დაახლოებით, 15 წუთია საჭირო. გარდა ამისა, ბაგების მიმართულებით სისტემატურად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – “მარშუტკები” და ყვითელი ავტობუსები. გუგლ მეპი აჩვენებს, რომ თავისუფლების მოედნიდან იმავე მარშრუტს ავტობუსი, დაახლოებით, 20-25 წუთში გადის.

4. საჭირო ობიექტები

ზოგი ფიქრობს, რომ ბაგებში, რადგან ახალი უბანია, საჭირო ობიექტები არ არის, რაც ასევე მცდარია. ბაგების ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სკოლაა. იქვეა სავაჭრო პუნქტები, სუპერმარკეტები, სპორტული ცენტრები – მაგალითად  ვაკის საცურაო აუზი, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრები, საფეხბურთო მოედანი. ბაგებთან ახლოსაა “ვაკის პარკი” და “კუს ტბა”.

5. სიმყუდროვე

ბაგებში ცხოვრება იგივეა, რაც აგარაკზე ყოფნა – აქ სიმშვიდეა.

მაკა ყალიჩავა, რომელიც ბაგებში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ ცხოვრების რიტმი აქ გაცილებით მშვიდი და ნაკლებად სტრესულია. მისი თქმით, ბაგებში არ აწუხებთ ჭარბი ტრანსპორტით გამოწვეული ხმაური და ხალხმრავლობა. “ბაგები თბილისში ყველაზე კარგი ადგილია საცხოვრებლად, წყნარია, მოშორებულია ქალაქის ხმაურს, მტვერს, სუფთა ადგილია და ჰაერი ძალიან კარგია”, – ამბობს მაკა. ამ უპირატესობების გარდა, ბაგებში ბინის შეძენა კიდევ ერთი მიზეზის გამო ღირს – ეს კარგი ინვესტიციაა. მაკა ყალიჩავამ კორპუსის ბინა ბაგებში 10 წლის წინ იყიდა და მაშინ  კავდრატულ მეტრში 280 აშშ დოლარი გადაიხადა. დღეს კვადრატული მეტრის ფასი იმავე ტერიტორიაზე 950 აშშ დოლარზე მეტია.

რატომ უნდა იყიდოთ სახლი მეტრა პარკში

თუ ამ უპირატესობების გამო ბაგებში სახლის ყიდვას გადაწყვეტთ, კომპანია “მეტრა დეველოპმენტი”, რომელსაც 200 სახლიანი გამოცდილება აქვს, აქ ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. საცხოვრებელი კომპლექსი “მეტრა პარკი” თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში, მთის ფერდობთან ახლოს მდებარეობს.

“მეტრა პარკი” – მწვანე უბანი

მწვანე უბანი ქალაქის შუაგულთან – ასეთია “მეტრა პარკის” კონცეფცია. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორია, რომელიც 5.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს, ძირითადად, წიწვოვანი ჯიშის ხეებით არის გამწვანებული. ბუნებრივი მწვანე საფარის მიუხედავად, პროექტში გათვალისწინებულია ასევე დამატებითი მწვანე სკვერებისა და საბავშვო მოედნების მშენებლობა.

“საცხოვრებელი კომპლექსის დიდი ნაწილი გამწვანებული ტერიტორია იქნება, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. “მეტრა პარკის” არსებობა ნიშნავს იმას, რომ დღეს უკვე შესაძლებელია იცხოვრო ეკოლოგიურად დაცულ პირობებში ქალაქის ცენტრიდან გაუსვლელად. მომხმარებელი პრესტიჟული და ხარისხიანი საცხოვრებელის შეძენისას ძირითადად ორი არჩევანის წინაშეა – ცენტრალური უბანი, თუ ბუნებასთან სიახლოვე. “მეტრა პარკის” შემთხვევაში ეს არჩევანი უბრალოდ აღარ დგას დღის წესრიგში”, – ამბობს “მეტრა დეველოპმენტის” მარკეტინგის დირექტორი მარიამ ზალდასტანიშვილი.

20 საცხოვრებელი სახლი

“მეტრა პარკის” დასახლებაში 20 საცხოვრებელი სახლია, რომელთა სართულების რაოდენობა  ორიდან ექვსამდეა. დაბალსართულიანი შენობები შემთხვევითი არ არის. კომპანიის მენეჯმენტის აზრით, ეს მეტ სიმყუდროვეს ქმნის, რაც ასევე “მეტრა პარკის” კონცეფციის ნაწილია.

ბინების ფართობი 50-დან 200 მ2-მდე მერყეობს. გათვალისწინებულია ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც ლიფტის საშუალებით უკავშირდება საცხოვრებელ სართულებს.

ევროპული სამშენებლო მასალა

“მეტრა პარკის” კიდევ ერთი უპირატესობა მაღალხარისხიანი ევროპული წარმოების სამშენებლო მასალაა: გერმანული REHAU-ს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ასევე გერმანული WILO-ს ენერგოეფექტური წყლის საქაჩები, იტალიური წყლის მილები, OTIS-ის სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, იატაკი ხმის იზოლაციით და სხვა.

“ჩაბარების პირობებს რაც შეეხება, საწყისი კონდიცია მეტრა სტანდარტი გახლავთ. ეს გულისხმობს სრულფასოვან თეთრ კარკასს დამატებულ რიგ სხვა პირობებს – გათბობის სისტემა და რადიატორები, კონდიციონერი, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია, სიგნალიზაცია (უსაფრთხოება) საჩუქრად ერთწლიანი საწევრო ხარჯით, უძრავი ქონების დაზღვევა ასევე ერთწლიანი საწევრო ხარჯით საჩუქრად.

კვადრატული მეტრის ფასი “მეტრა პარკში” 950 აშშ დოლარიდან იწყება.

“მეტრა დეველოპმენტი” – 200 სახლიანი გამოცდილება

კომპანია “მეტრა დეველოპმენტს”, რომელიც “მეტრა პარკს” აშენებს, მშენებლობის 200 სახლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია “პარკ თაუერი” – საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის 80 ნომერში, კუს ტბისა და ვაკის პარკის მახლობლად. “მეტრა დეველოპმენტის” წარმატებულად განხორციელებულ მშენებლობებს შორის არის ასევე ვარკეთილში აშენებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი “მეტრა ვარკეთილი”, სადაც დასრულებული სახლები სრულად არის გაყიდული.

მასალების გადაბეჭდვის წესი