ლანჩხუთში მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დაჭრეს

შსს–ს ცნობით, 25 იანვარს ღამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნუგზარ ცინცაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შემთხვევა სოფელ აკეთში მოხდა, სადაც ნუგზარ ცინცაძე სტუმრად იმყოფებოდა. მათი ცნობით, ნუგზარ ცინცაძე აიპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექსერვისის” თანამშრომელია.  

 

შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება მინდინარეობს და დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი