ახალი ამბები

უსუფაშვილი: ირანის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არის ურყევი

25 იანვარი, 2015 • 1505
უსუფაშვილი: ირანის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არის ურყევი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი

 

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თეირანში ქართველმა კანონმდებლებმა ბოლო შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობები მიმოიხილეს და საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების დროს გამოიკვეთა. მისი შეფასებით, საპარლამენტო დელეგაციამ ირანის დედაქალაქში წარმატებული და საინტერესო შეხვედრები გამართა.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით მნიშვნელოვან პირებს, ამ ქვეყნის ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს მდივანს და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ რავსაჯანის. ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ძალიან მკაფიო სურათი იმისა, რომ ორივე ქვეყანას აქვს ურთიერთობების გაუმჯობესების მოთხოვნილება. ბევრი კონკრეტული საკითხია ბიზნესპროექტების, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში, გადამუშავების მრეწველობის სფეროში, რომელშიც ირანს აქვს ინტერესი და ეს ინტერესი ემთხვევა საქართველოს ინტერესებს.

ჩვენი საუბრები იწყებოდა იმით, რომ ქართველ და ირანელ ხალხს ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ისტორიის მთელ ამ პერიოდში იყო მომენტები, როდესაც შესაძლოა ყველაფერში ვერ ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ ქართველ ხალხს დარჩა სერიოზული პატივისცემა სპარსული კულტურის, იმ კულტურის მიმართ, რომელმაც ასაზრდოვა მნიშვნელოვანწილად ქართული კულტურა და ჩვენი ცნობიერება. ამიტომ ფუნდამენტი სახეზეა.

დღეს საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ამ დაძაბულ ვითარებაში ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველომ და ირანმა გამართოს აქტიური კონსულტაციები. ჩვენ ვუსურვებთ ირანელ კოლეგებს, რომ წარმატებით დასრულდეს მათი მოლაპარაკება დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებთან ბირთვულ საკითხებზე და ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი პოლიტიკური შედეგიც იმიტომ, რომ გაიზრდება ნდობა სახელმწიფოებს შორის და ჩვენ ამ ვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპასა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობების აწყობასა და გამყარებაში. აქ არ იგულისხმება მხოლოდ სატრანსპორტო და ენერგოდერეფნები, აქ გაცილებით მეტი პოტენციალია.

ჩვენ მადლობა მოვახსენეთ მასპინძლებს არა მხოლოდ ამ ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, არამედ იმიტომაც, რომ მიუხედავად ხშირი ზეწოლისა, მათი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით არის ურყევი და, ცხადია, ჩვენი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ გართულებულ ვითარებაში რეგიონში ჩვენ დავიბევოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ირანი მყარად დგას თავის პოზიციაზე, რომ საქართველო არის ერთიანი და უნდა იყოს ერთიანი, მთლიანი და იგი არის მზად გააგრძელოს თავისი პოზიტიური როლი რეგიონში, და ბოლოს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესება არ გულისხმობს იმას, რომ ყველა საკითხში ყოველთვის ერთმანეთს დავეთანხმებით და არც იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს დავემსგავსოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სუვერენული უფლება გავხდეთ ევროპის ინტეგრირებული ნაწილი, გავერთიანდეთ სხვადასხვა სტრატეგიული თანამშრომლობის საერთაშორისო სისტემებში, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის ირანთან ჩვენს ურთიერთობებს. ასე რომ, დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ნაყოფიერი ვიზიტი, თუმცა იგი გრძელდება,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ისპაჰანს და ფერეიდანს ესტუმრება და შეხვედრებს ირანელ ქართველებთან გამართავენ. ქართველი კანონმდებლები საქართველოში 27 იანვარს დაბრუნდებიან.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. 25.01.2015. ფოტო: დავით უსუფაშვილის ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი