ახალი ამბები

დადიანის გამზირის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ 2 311 000 ლარი გამოყო

25 იანვარი, 2015 • • 1013
დადიანის გამზირის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ 2 311 000 ლარი გამოყო

თბილისის მერიამ გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს დადიანის გამზირის  900 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ე.წ. „მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე.

 

მერიის ინფორმაციით, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე 10 წელია კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა. უკვე დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები.

 

სატენდერო წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. პრეტენდენტების გამოვლენის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებაზე.

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი