ახალი ამბები

16 წლის მუშის გარდაცვალების გამო “სირცხვილიას” დაანონსებული მუსიკალური ღონისძიება გადაიდო

18 ივლისი, 2019 •
16 წლის მუშის გარდაცვალების გამო “სირცხვილიას” დაანონსებული მუსიკალური ღონისძიება გადაიდო

აქციის “სირცხვილია” ორგანიზატორების თქმით, ხვალ, 19 ივლისს, პარლამენტთან დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები გადაიდო.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამის მიზეზია 16 წლის მუშა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა.

მათი თქმით, აქცია ჩატარდება, თუმცა მუსიკალური ღონისძიებები აღარ გაიმართება.

მუშა, რომელიც 16 ივლისს თბილისში, მშენებლობაზე გარდაიცვალა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული.

მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი