ახალი ამბები

მარგველაშვილმა და ქადაგიძემ ლარის კურსზე ისაუბრეს

23 იანვარი, 2015 •
მარგველაშვილმა და ქადაგიძემ ლარის კურსზე ისაუბრეს

გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის პირველ პირს რეგიონში მიმდინარე პროცესები გააცნო და საქმის კურსში ჩააყენა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესებმა საქართველოს ეკონომიკაზე ამჟამად და მომავალში.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებსა და მათი დაძლევისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასა და მის ნეგატიურ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე. 

 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 24 იანვრიდან 1 აშშ დოლართან ლარი 1,99 ნიშნულზეა.  

 

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.98 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0088 ლარი შეადგინა.

 

23 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9847 ნიშნულზეა და 22 იანვარის კურსთან შედარებით 0.0308 პუნქტით გაუფასურდა. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 199 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 2, 039 ლარი ღირს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი