ახალი ამბებირეკლამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მასწავლებლების მწვანე ბანაკში

18 ივლისი, 2019 • 771
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მასწავლებლების მწვანე ბანაკში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა CENN-ის მიერ აქტიური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა. 

ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მასწავლებლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მასწავლებლებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის შესახებ. ასევე, ატმოსფერული ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი www.air.gov.ge, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჯიმში მიმდინარეობდა და მასწავლებლებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი