ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მერკელი: აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

22 იანვარი, 2015 • 1193
მერკელი: აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

ილჰამ ალიევი ანგელა მერკელს შეხვდა; ფოტო: azertag.az
ილჰამ ალიევი ანგელა მერკელს შეხვდა; ფოტო: azertag.az


“აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებაში. ჩვენ ვაფასებთ ამას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტს”, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, წერს “ეხოკავკაზა”. 

მერკელის თქმით, მოლაპარაკებებზე მათ განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული მთელი რიგი საკითხები.

 

“ჩვენ განვიხილეთ ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი და ევროკავშირის წვლილი ამ კონფლიქტის დარეგულირებაში. ეს კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს”, – დასძინა მერკელმა.

თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ “სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპირება აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები და პირველ რიგში გაეროს უშიშროების საბჭო აზერბაიჯანის ტერიტორიის გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა სომხეთი არ ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს და აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას სტატუს-კვოს შენარჩუნებით.

“აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს”, – განაცხადა ალიევმა.



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   


მასალების გადაბეჭდვის წესი