ახალი ამბები

ივანიშვილი ხაზარაძეზე: რაც მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია

17 ივლისი, 2019 • 1116
ივანიშვილი ხაზარაძეზე: რაც მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიესალმება თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე.

ივანიშვილის თქმით, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, უკეთესია, რადგან საზოგადოებას მეტი არჩევანი ექნება:

“ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთ გაუკეთებს რეალიზებას. მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რათა არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი”, – ამბობს ივანიშვილი.

მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ აფუძნებს. ხაზარაძის თანახმად, „მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად“ სექტემბერში დააფუძნებს „საზოგადოებრივ მოძრაობას“, რომლის მთავარი მიზანი „ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“.

ვრცლად წაიკითხეთ:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი