ახალი ამბები

“გადამაგდეს” – გია გაჩეჩილაძე “მაესტროზე”

16 ივლისი, 2019 • 1874
“გადამაგდეს” – გია გაჩეჩილაძე “მაესტროზე”

მუსიკოსი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) ამბობს, რომ ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით “გადააგდეს”.

ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტი იმედის მფლობელებმა 2016 წელს შეიძინეს. მათ მაესტრო, იმედი და GDS ერთ ჰოლდინგში გააერთიანეს. მაესტროს მეწილე გაჩეჩილაძე იყო.

ტვ პირველის ეთერში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ დღეს მაესტრო “საშუალოზე დაბალი”, “დაკონსერვებული”, “გაყინული” არხია, ეს კი მისი სურვილი არ ყოფილა.

“მე ხალხს შევპირდი, პასუხისმგებლობას ვიღებდი, რომ გავაკეთებდი ისეთ არხს მაესტროზე, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო იქნებოდა, მაგრამ ის პირობები, რომელსაც შემპირდნენ, არ შესრულდა.

ზუსტად [ირაკლი] რუხაძეს მივმართავ აქედან, რუხაძემ აიღო ის პასუხისმგებლობა, რომ მაესტრო ჩემთან მართვაში იქნებოდა და მე გავაკეთებდი ისეთ არხს, როგორც საზოგადოებას სჭირდება. მაგრამ ხომ ხედავთ, ამ სიტუაციას ვერ მივაღწიე, მაინც მივაღწევ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, თავის დროზე მაესტროში წილის გაყიდვის გადაწყვეტილება რ2-თან კონკურენციის გამო მიიღო სარეკლამო ბაზრის კუთხით, სურდა, რომ მთელი რეკლამა რ2-ს არ წაეღო. თუმცა ახლა ამბობს, რომ რ2-ს კონკურენციითა და გემოვნებით უნდა ებრძოლო და არა ნაჯახით.

“არ მინდოდა მაესტრო კონსერვი და საშუალოზე დაბალი არხი ყოფილიყო”, – ამბობს გაჩეჩილაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი