ახალი ამბები

პედაგოგს გოგებაშვილის დედაენის არჩევა ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ შეეძლება

16 ივლისი, 2019 • 1833
პედაგოგს გოგებაშვილის დედაენის არჩევა ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ შეეძლება

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, იაკობ გოგებაშვილის დედაენა ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიონ.

“მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც შეტანილია სკოლაში. პედაგოგები წყვეტენ, რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ იმისთვის, რომ ბავშვს ასწავლონ.

საუბარია იმაზე, რომ გვაქვს სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი დედაენის ექვსამდე სახელმძღვანელო, რომელიც სკოლაში როგორც აქამდე ისწავლებოდა, ისე გაგრძელდება. იაკობ გოგებაშვილსაც, მგონი, აქვს უფლება, რომ სხვა ავტორების დედაენასთან ერთად, გოგებაშვილის დედაენასაც მივცეთ უფლება, რომ რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს, რომ აირჩიოს, როგორც რესურსი, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ასევე, შეუძლია აირჩიოს სხვა დედაენასთან ერთად, როგორც დამხმარე რესურსი. სხვა ავტორების გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის დედაენა, რომელიც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა გამოიყენოს როგორც დამხმარე, ისე ძირითად რესურსად. ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი“, – აცხადებს ბატიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი