ახალი ამბები

როგორ შეინარჩუნეს საბჭოთა კავშირში ქართული ენის სტატუსი — კოტე გაბაშვილის მოგონება

14 აპრილი, 2021 •
როგორ შეინარჩუნეს საბჭოთა კავშირში ქართული ენის სტატუსი — კოტე გაბაშვილის მოგონება

პროფესიით ფილოლოგი, მეცნიერი, ყოფილი დიპლომატი კოტე გაბაშვილი იხსენებს, თუ როგორ შეეცადა საბჭოთა ხელისუფლება 1970-იან წლებში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსის გაუქმებას. დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მძლავრი მოძრაობა დაიწყო და საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, ქართული ენის სტატუსის შეცვლაზე ფიქრი შეეწყვიტა.

“უცებ გვეუბნებიან, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა არ იქნება, მაგრამ თქვენი მოხმარებისთვის იქნებაო. ეს არის ენის მნიშვნელობის დაქვეითება. უკვე მანამდე შემოაგდეს დისერტაციების რუსულ ენაზე თარგმნა. ატყდა დიდი ამბავი. აკაკი ბაქრაძემ დაწერა ორი აბზაცი, ეს რა არის, რა ჰქვია, ქართულ ენას გვართმევენ. დაიწყო მოძრაობა მწერლების, ფილოლოგებისა და ჩვენი სტუდენტების”, — იხსენებს გაბაშვილი.

მისი თქმით, 1978 წლის 14 აპრილს უნდა გამართულიყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, რა დროსაც ენის სტატუსის შესაცვლელად კონსტიტუციაში ცვლილებების კენჭისყრა იგეგმებოდა. ძლიერი საპროტესტო მუხტის შედეგად საკითხი ჩაიშალა. სწორედ ამიტომ, 1990 წლიდან 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

გაბაშვილის მოგონებები სრულად მოისმინეთ ვიდეოში:

ვიდეო მოამზადა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” (SOVLAB) National Endoument For Democracy-ის (NED) ფინანსური დახმარებით. სიუჟეტში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს NED-ის ან SOVLAB-ის მოსაზრებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი