ახალი ამბები

“პოლიტიკური ანეკდოტების თემას უფრო განეკუთვნება” – პრემიერი პოლიტიკურ რეიტინგებზე

16 ივლისი, 2019 • 731
“პოლიტიკური ანეკდოტების თემას უფრო განეკუთვნება” – პრემიერი პოლიტიკურ რეიტინგებზე

“პოლიტიკური ანეკდოტების თემას უფრო განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს”, – ასე ეხმაურება პრემიერი მამუკა ბახტაძე რ2-ის მიერ გავრცელებულ პოლიტიკური რეიტინგებს, რომელიც არხის ცნობით, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან არის აღებული.

რ2-ის ცნობით, კვლევის შედეგებით, “ქართული ოცნების” მოსახლეობის მხოლოდ 26% უჭერს მხარს, იმ დროს როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22% -ია, ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატებს კი 7%-იანი მხარდაჭერა აქვთ. პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტები 5-5 %-იან მხარდაჭერას ინაწილებენ. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 2%-ს არ აღემატება.

IRI-ში ამბობენ, რომ კვლევა მათ არ გაუსაჯაროებიათ და ისინი მას პარტიებს აცნობენ.

“კვლევა ოფციალურიც კი არ არის. იქ სხვა ტიპის ინფორმაციაც იყო პოლიტიკოსების შესახებ. გამიჭირდება, ამას სერიოზულად ვუპასხო, პოლიტიკური ანეკდოტების თემას უფრო განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს. ნებისმიერი კვლევა მნიშნელოვანია, თუმცა საველე სამუშაობს ვინც აწარმოებს, ის არ იცავს კრიტერიუმებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი