ახალი ამბები

შსს–მ ერთი პირი 187 აბი ნორკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შენახვის ბრალდებით დააკავა

18 იანვარი, 2015 • 1108
შსს–მ ერთი პირი 187 აბი ნორკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შენახვის ბრალდებით დააკავა

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 42 კაფსულა ,,ლირიკა“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი,”– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შსს–ს ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ფოტო: შსს–მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან
ფოტო: შსს–მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი