ახალი ამბები

პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

17 იანვარი, 2015 • 1084
პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს  საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. 17.01.2015. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. 17.01.2015. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების პროექტი.

 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობაც განიხილეს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაზეც იმსჯელეს,  რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას   სესიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

 

“ჩემთვის  დიდი პატივია საქართველოს  პრეზიდენტთან შეხვედრა. მე გიორგი მარგველაშვილს მის პრეზიდენტობამდეც შევხვდი. მოხარული ვარ, რომ ის წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას ქართველი ხალხისთვის. მას ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ახასიათებს მის კვალიფიკაციას ამ თანამდებობაზე. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. ჩვენ განვიხილთ  საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, რეგიონში ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემები და აღვნიშნეთ, რომ  ყველა მონდომებულია იპოვნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს იყო კარგი და ძალიან დასაფასებელი შეხვედრა,” – განაცხადა სპენსერ ოლივერმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი