ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტთან კონტრაქციას არ ჩაატარებს

11 ივლისი, 2019 • 903
“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტთან კონტრაქციას არ ჩაატარებს

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტთან კონტრაქციის გამართვას არ გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარტიის მხარდამჭერები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატს, ირმა ინაშვილს დაუკავშირდა. ინაშვილმა გვითხრა, რომ დღეს პარტიის მხარდამჭერებმა ე.წ. საყვირების აქცია გამართეს, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პარტიის ლიდერების თქმით, დღევანდელი აქციის მესიჯებს შორის იყო “არა ომს”, “არა რუსთავი 2 – ის პროვოკაციებს”, “არა ნაცებს”:

“არავითარ აქციას არ ვმართავთ. აქცია უკვე ჩატარდა, ეს იყო საყვირების აქცია, რომელიც დასრულდა” ,- უთხრა ინაშვილმა “ნეტგაზეთს”.

რუსთაველის გამზირზე უკვე 22 დღეა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი