ახალი ამბები

ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტი 20 ივნისის დარბევაზე: მითხრეს, რომ სერიოზული მოკვლევა მიმდინარეობს

11 ივლისი, 2019 • 1187
ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტი 20 ივნისის დარბევაზე: მითხრეს, რომ სერიოზული მოკვლევა მიმდინარეობს

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ჟურნალისტების კითხვებს 20 ივნისის მოვლენებზეც უპასუხა.

ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტის თქმით, მან სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჰკითხა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 20 ივნისის ღამით, როცა მრავალი ადამიანი დემონსტრაციის დაშლისას სერიოზულად დაშავდა:

“მე სამი მოთხოვნის შესახებ გავიგე, რომ პრლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო და ის გადადგა. მეორე, ახალი საარჩევნო სისტემა, რაც არაუჩვეულებრივია. მე შემიძლია წარმოვიდგინო პროპორციული სისტემა და ის, რომ [საქართველოს მომავალ პარლამენტში] პარტიებისა და მოძრაობების მრავალფეროვნება იქნება. ეს კოალიციის საჭიროებას შექმნის, რაც კარგია. მესამე იყო შს მინისტრის გადადგომა. ვიკითხე, რა ხდებოდა იმ საღამოს, როცა ბევრი ადამინი სერიოზულად დაშავდა. მითხრეს, რომ სერიოზული მოკვლევა მიმდინარეობს, რასაც შედეგები მოჰყვება”, – ამბობს კლაურია როთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი