ახალი ამბები

ტერორიზმის საჯაროდ მხარდაჭერა კანონპროექტის მიხედვით დასჯადია

15 იანვარი, 2015 • 1504
ტერორიზმის საჯაროდ მხარდაჭერა კანონპროექტის მიხედვით დასჯადია

კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც  განმარტებით ბარათში მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი  შემუშავებულ იქნა აშშ-ის იუსტიციის დეპრატამენტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს  ტერორიზმთან დაკავშირებულით რამდენიმე მუხლი ემატება, ზოგიერთში კი ცვლილება შედის.

 

დასჯადი ხდება:

 

-უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 9 წლამდე.”;

 

– ეს დანაშაული ჩადენილი  ა) ჩადენილი არაერთგზის ბ)ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გ)ჩადენილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ

დ)რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და გამოიწვია ადამიანი სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი ისჯება თავისუფლებს აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თვისუფლებსის აღკვეთით.”.

 

– საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, დასჯადი ქმედება ხდება უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

-ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისთვის გადაბირება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ამ  ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

-საჯროდ მოწოდება ტერორიზმისაკენ,  ან საჯაროდ ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა – ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა ის დანაშაულის ჩადენისკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი საქმიანობის განხორციელების საფრთხეს ან/და საჯაროდ ტერორისტული საქმიანობის ან/და ტარორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 331(1) მუხლით გათალისწინებული ქმედებისა), რამაც შესაძლოა გამოწვიოს ტერორისტული საქმიანობის განხორციელების საფრთხის დადგომა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.”.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობა.  განმარტების მიხედვით, არსებული საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ რეაგირების შესაძლებლობას ისეთ მზარდ საფრთხეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ მისწრაფებებთან.

“დღეისათვის  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ნორმა, რომელიც მოახდენს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანების ან საბრძოლო/საომარ მოქმედებეში მონაწილეობის კრიმინალიზებას. დღეისათვის ამგვარი საფრთხე ერთ-ერთი მთავარი გამოქვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურბისთვის.”.

 

გარდა ზემოთ მოყვანილი ცვლილებებისა კანონპროექტში ცალკე მუხლი ეთმობა საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობას.

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის დაიწყება კანონპროექტის განხილვა პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი