ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, რომ არ წავახალისოთ ძალადობა – ხულორდავა გაბუნიას განცხადებაზე

11 ივლისი, 2019 • 733
მნიშვნელოვანია, რომ არ წავახალისოთ ძალადობა – ხულორდავა გაბუნიას განცხადებაზე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არის უამრავი გამოწვევის წინაშე. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი საგარო პოლიტიკური პრიორიტეტი და ეს ვერ განხორციელდება  არასტაბილურობის პირობებში“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გაბუნიას მიერ პუტინის გინებას ეხებოდა.

ხულორდავა ასევე ამბობს, რომ “მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყველამ საღი აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ მოვახდინოთ რაიმე ძალადობის წახალისება, იმიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიადი მიზანი, რომელიც ამ ძალადობის ფონზე ვერ განხორციელდება“.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რა ვითარებაში არის საქართველო, მათი გზავნილებიც რუსეთთან მიმართებით იყო ძალიან ადეკვატური. მნიშვნელოვნაია, რომ ეს ყველაფერი სწორად დავინახოთ და შევაფასოთ. ჩვენ გვჭრდება სტაბილური გარემო იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდეს, რომ საქართველო იყო სანდო პარტიორი და ასეთად დარჩეს ევროკავშირისთვის“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას სწორად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კერძო ტელეკომპანიის წამყვანის განცხადებას წერილობითად უპასუხა, პუტინის განცხადებებს კი – არა. ხულორდავას თქმით, მსგავსი განცხადებები პუტინის მიმართაც გახმიანდა და “ჩვენ არ უნდა დავიწყოთ განსხვავებების ძიება იქ, სადაც ეს განსხვავებები არ არის“.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას, ხულორდავა მას აფასებს როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენას და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კონფერენციაზე ამბიციური მოწოდებები გაახმიანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი