ახალი ამბები

აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა თანამდებობა დატოვა

10 ივლისი, 2019 • 839
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, სერ კიმ დაროქმა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა „ძალიან სულელი“ ადამიანი უწოდა, თანამდებობა დატოვა.

ტრამპის ეს შეფასება ბრიტანეთის ელჩის იმეილების გავრცელებას მოჰყვა პრესაში, რომელშიც სერ კიმ დაროქმა ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და ისინი „მოუქნელად“, „უუნაროდ“ და „არათანმიმდევრულად“ მოიხსენია.

აშშ-ში ბრიტანეთის ელჩმა მისი მეილების გავრცელებას სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის ელჩის პოსტზე მუშაობა შეუძლებელი გახდა.

ტრამპი ბრიტანეთის ელჩის მეილებს ტვიტერზე გამოეხმაურა. გარდა ელჩისა, ბრექსიტის გამო მან გააკრიტიკა ტერეზა მეიც.

„ბრიტანეთის ექსცენტრიკული ელჩი, ძალიან სულელი პიროვნება, არ არის ის, ვისთანაც მუშაობა მიხარია. ის საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდა ესაუბროს ბრექსითის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და არ უნდა იყოს აღშფოთებული ჩემი კრიტიკით. მე ტერეზა მეის ვუთხარი, როგორ მოეგვარებინა ეს, მაგრამ თავისი სულელური გზა გააგრძელა და ვერ დაასრულა. კატასტროფა! მე არ ვიცნობ ელჩს, მაგრამ მეუბნებიან, რომ პომპეზური მასხარაა. უთხარით, რომ აშშ-ს ახლა აქვს საუკეთესო ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები მსოფლიოში და ეს მხოლოდ იზრდება და მტკიცდება“, – განაცხადა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი