ახალი ამბები

ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია – კრემლი

10 ივლისი, 2019 • 893
ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია – კრემლი

კრემლი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისების აღდგენის შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, საქართველოში რუსი მოქალაქეებისთვის საფრთხე კვლავ არსებობს.

პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ.

“ცხადია, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ფრენების აღდგენას და იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან ეს მოხდება“,- აბობს პესკოვი “კომერსანტთან“ და ამატებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსოფობული განწყობები “ექსტრემისტული ელფერით“.

დღეს, 10 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია იის შესახებ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი“ წერს და განმარტავს, რომ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ანონიმურად მიაწოდეს.

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე ფიქრობს – kommersant.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი