ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე ფიქრობს – kommersant.ru

10 ივლისი, 2019 • 2453
რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე ფიქრობს – kommersant.ru

რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი“ წერს და განმარტავს, რომ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ანონიმურად მიაწოდეს.

გამოცემის თანახმად, რუსეთი კმაყოფილია იმ განცხადებებით, რომელიც გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოჰყვა.

“ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუ საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება, რუსოფობია შეწყდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, შესაძლოა, ვისაუბროთ საჰაერო ურთიერთობებზეც“, – ამბობს “კომერსანტთან“ ანონიმური წყარო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ 9 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს. თუმცა ეს არ ეხება ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან დროებით აიკრძალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი