ახალი ამბები

თბილისში DDT-ს კონცერტი გაიმართება

13 იანვარი, 2015 •
თბილისში DDT-ს კონცერტი გაიმართება

კონცცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. შესვლა 10 თებერვალს, 20:00 საათიდან დაიწყება. ბილეთის ფასია 40, 60, 80, 100, 120 ლარი.

ბილეთები იყიდება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებში და საიტზე biletebi.ge.

 

ჯგუფი თბილისში მთელი შემადგენლობით და ახალი ალბომით “Прозрачный” ჩამოდის; აუცილებლად შეასრულებენ ძველ ჰიტებსაც. DDT სრული შემადგენლობით თბილისი Open Air 2012-ის ჰედლაინერი ჯგუფი იყო. უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი დაესწრო მაშინ ამ ლაივს, აცხადებს Alter Vision Group.

 

ჯგუფი DDT ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მოვლენად ითვლება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჯგუფს ჩაწერილი აქვს 19 სტუდიური ალბომი, საიდანაც 4 ყველა დროის რუსულ ტოპ 100-ეულ ალბომში შედის. ჩატარებული აქვთ 400-ზე მეტი კონცერტი რუსეთის წამყვან ფესტივალებზე, დაუკრავთ ევროპისა და აშშ-ის დიდ სცენებზე.

DDT-ს კონცერტი თბილისში
DDT-ს კონცერტი თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი