ახალი ამბები

რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო

9 ივლისი, 2019 • 1404
რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო

რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო. რია ნოვოსტის ინფორმაციით, სახელმწიფო დუმამ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მიზანშეწონილობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეიძლება ეხებოდეს ღვინისა და გაზიანი წყლის მიწოდების, ასევე ფინანსური და საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს, ტურისტულ საქმიანობას და სხვას. სააგენტოს ცნობით, ამ განცხადების მიღების მიზეზი “ანტირუსული პროვოკაციები” გახდა, რამაც ორმხრივი ურთიერთობების გაურესება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი